მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი კანადას ტარიფებს 35%-მდე უზრდის

დონალდ ტრამპი
BM. GE
11.07.25 18:19
200

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კანადურ პროდუქციაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფების 35%-მდე გაზრდა დააანონსა. ცვლილება ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.

მედიასთან საუბრისას ტრამპმა მიღებული გადაწყვეტილება განმარტა. როგორც მან განაცხადა, კანადური მხარე ფენტანილის კონტრაბანდის აღსაკვეთად არასაკმარის ნაბიჯებს დგას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტარიფების გაზრდა კარნის ხელისუფლების მიერ ამერიკულ რძის ნაწარმზე ტარიფების დაწესებამ განაპირობა.

ტრამპის გადაწყვეტილებას ოფიციალურმა ოტავამ უკვე უპასუხა. კანადის ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ ფენტანილის კონტრაბანდის აღსაკვეთად მეტ ძალისხმევას ჩადებს. რაც შეეხება რძეზე დაწესებულ ტარიფებს, ამ მხრივ კანადა პოზიციას არ შეიცვლის და საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები