მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი კრიპტო სამიტს თეთრ სახლში მომდევნო პარასკევს უმასპინძლებს

ტრამპი

დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტის პირველ სმიტს თეთრ სახლში მომდევნო პარასკევს გამართავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მიზანი ინდუსტრიის განგრძობითი მხარდაჭერაა.

უცხოური მედიის ცნობით, ტრამპის ორგანიზებით ღონისძიება "კრიპტო ინდუსტრიის გამორჩეული კომპანიების დამფუძნებლებს, CEO-ებს და ინვესტორებს გააერთიანებს", ისევე როგორც პრეზიდენტის ციფრული აქტივების სამუშაო ჯგუფის წევრებს.

სამიტს ვენჩურული კაპიტალის სპეციალისტი და თეთრი სახლის კრიპტომიმართულების ხელმძღვანელი, დეივიდ საკსი უხელმძღვალენებს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა, რომელმაც გასულ წლებში კრიპტო ვალუტები თაღლითობად შეაფასა, 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდუსტრიის განვითარების პირობა დადო. ტრამპის თანახმად, მას უნდა შეერბილებინა რეგულაციები, სექტორის ზედამხედველობისთვის მეგობრული პირები უნდა ერჩია და მხარი დაეჭირა საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნისთვის. კამპანიის შემდეგ ინდუსტრიამ ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტს მილიონობით დოლარი შესწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები