პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროსთან მოლაპარაკების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მადურო გარკვეულ ინიციატივას იჩენს პრობლემის მშვიდობიანად მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად შეიძლება ამერიკისთვის საინტერესო იყოს.
როგორც ცნობილია, მადურო მზად არის აშშ-ის მთავრობას ნარკოტიკების კონტროლის და ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ესაუბროს.
ტრამპის თქმით, ის საუბრისთვის ყოველთვის მზად არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ სამხრეთ ამერიკის რეგიონში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს ან ნარკოდანაშაულში ჩართული ორგანიზაციების მიმართ ლმობიერებას გამოიჩენს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აშშ-ის მთავრობას მადუროს დაკავების სანაცვლოდ $50-მილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული და ის ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.
























