მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი მთავრობაში ილონ მასკის მანდატს ზღუდავს - POLITICO

მასკი

POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 მარტს თავისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებს განუცხადა, რომ ილონ მასკის უფლებამოსილება სხვადასხვა დეპარტამენტისთვის რეკომენდაციის გაცემაა და არა პოლიტიკური თუ საშტატო გადაწყვეტილებების მიღება - ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით POLITICO აღნიშნავს, რომ შეხვედრას თავად ილონ მასკიც ესწრებოდა.

შეხვედრას წინ უსწრებდა Tesla-ს მილიარდერი დამფუძნებლისა და DOGE-ის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის, მიერ ხელმძღვანელის მასობრივი გათავისუფლებისა და მუქარის სერია, რამაც ფედერალური მთავრობის სამუშაო ძალაში გაურკვევლობა გამოიწვია.

DOGE-ის ფარგლებში ილონ მასკის გადაწყვეტილებებს დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა როგორც სასამართლოსგან და დემოკრატი პოლიტიკოსებისგან, ასევე ზოგიერთი რესპუბლიკელისგანაც.

ტრამპის გუშინდელი გზავნილი კი ილონ მასკისთვის მანდატის შეზღუდვის მცდელობის პირველი შემთხვევა იყო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა მხოლოდ მრჩევლის როლი უნდა შეასრულოს, პრეზიდენტის კაბინეტმა კი საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

POLITICO-ს ცნობით, ტრამპის გადაწყვეტილებას თავად ილონ მასკიც დაეთანხმა. მისივე თქმით, DOGE-მა რამდენიმე არასწორი ნაბიჯი უკვე გადადგა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უცნობია, ტრამპის გადაწყვეტილებას რა გავლენა ექნება უკვე გათავისუფლებული თანამშრომლების პოზიციებზე აღდგენაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები