მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს არ გამორიცხავს

 დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება.

ტრამპის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.

სწორედ ამ კონტექსტში თქვა ტრამპმა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არ გამორიცხა, თუ პუტინი ომის შესაწყვეტად მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბრები აქვთ უკრაინის პრეზიდენტთან და მალე ექნებათ რუსეთის პრეზიდენტთან.

ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, გააგრძელებს თუ არა აშშ უკრაინის იარაღით დახმარებას. მან განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან კონფლიქტთან, ვიდრე ამერიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები