მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს – მას "რემდესივირით" მკურნალობენ

5f78147577c68
თამთა ჯიჯავაძე
03.10.20 10:01
1228
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰოსპიტალიზებულია. ის უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც მისი ექიმი შონ კონლი აცხადებს, პრეზიდენტს ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ.

კონლის თქმით, დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს.

„ამ საღამოს ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი კარგადაა. ის დამატებით მართვით სუნთქვას არ საჭიროებს, თუმცა, სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ რემდესივირით მკურნალობა. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და ახლა ისვენებს“, – განაცხადა ტრამპის ექიმმა.

თავად ტრამპმაც დაწერა Twitter-ზე რომ თავს კარგად გრძნობს და ყველას მადლობა გადაუხადა. 

ცნობისთვის, დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელსაც კოვიდ-დადებითი უჩვენა ტესტმა. ბილ სტეპიენს გრიპის ვირუსის სიმპტომები აქვს. როგორც ცნობილია, ის ამჟამად სახლიდან აგრძელებს მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები