მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის

World Liberty

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი ახალ კრიპტოვალუტას ქმნის, რომლის სახელწოდება World Liberty Financial-ი იქნება.

პროექტთან დაკავშირებით ტრამპს დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, კრიპტოვალუტასთან ერთად, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომელიც, სავარაუდოდ, კრიპტობირჟა იქნება.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, კრიპტოინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება და აშშ-ის მთავრობა ამ პროგრესს არ უნდა ჩამორჩეს, ამიტომ ის თავს ვალდებულად მიიჩნევს, ქვეყნის კეთილდღეობისათვის ასეთი კრიპტოპროექტი შექმნას.

რა შინაარსის ან დანიშნულების კრიპტოვალუტა იქნება World Liberty Financial-ი, ტრამპს არ განუმარტავს, მაგრამ ის ამბობს, რომ პროექტის შექმნაში ხელოვნური ინტელექტიც იქნება ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები