მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი შვეიცარიისთვის დაწესებულ ტარიფებს 24%-ით შეამცირებს

ტრამპი ტარიფები

აშშ-ის მთავრობა შვეიცარიის წინააღმდეგ დაწესებული 39%-იანი სატარიფო გადასახადის შემცირებას გეგმავს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა ადმინისტრაცია აქტიურად განიხილავს გადასახადის 15%-მდე შემცირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ განვითარებულ სახელმწიფოებს შორის შვეიცარიას ყველაზე მაღალი სატარიფო გადასახადი დაუწესდა, რაც ტრამპის განმარტებით, კოლოსალური სავაჭრო დისბალანსით და იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ ამერიკა გაცილებით მეტ შვეიცარიულ პროდუქტს ყიდულობს, ვიდრე თავად შვეიცარია ამერიკისგან. ამ დისბალანსის მთავარი ავტორი, ცხადია, მექანიკური საათების ინდუსტრიაა, რომლის სამშობლო და გლობალური ცენტრი სწორედ შვეიცარიაა.

როგორც ცნობილია, ტრამპის პოზიციის ცვლილება სწორედ საათების მწარმოებელმა კომპანიებმა მოახერხეს, რომლებმაც მიმართეს როგორც ლობირების, ასევე პირდაპირი მოლაპარაკების სტრატეგიას.

ექსპერტების ვარაუდით, ტარიფების შემცირების სანაცვლოდ, ტრამპი აშშ-ში ინვესტიციის განხორციელებას მოითხოვს, რომელზედაც დათანხმება შვეიცარიულ კომპანიებს მოუწევთ.

ამ საჭიროებს ის ფაქტი განაპირობებს, რომ ტარიფების ამოქმედების გამო, აშშ-ში შვეიცარიული საათების გაყიდვები თითქმის განახევრდა, ამას კი ინდუსტრია ვერ შეეგუება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები