მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი სი ძინპინს მომავალ კვირას შეხვდება

ლიდერების შეხვედრა
BM. GE
24.10.25 20:38
663

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ლიდერს, სი ძინპინს შორის შეხვედრა მომდევნო კვირას, სამხრეთ კორეაში გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთის პირისპირ 30 ოქტომბერს, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე დასხდებიან. ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ.

სი ძინპინთან შეხვედრით აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი აზიის ქვეყნებში მიმდინარე ტურნეს დაასრულებს. ტრამპი დღეს, 24 ოქტომბერს მალაიზიაში ჩავა. ის ასევე შეხვდება იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრ, სანაე ტაკაიჩის.

ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრა სავაჭრო დაპირისპირების განახლებას ემთხვევა. თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ოფიციალურ ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო შეთანხმება მოკლე ვადაში მიიღწევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები