მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი თერმობირთვული ენერგიით დაინტერესდა - რა შეთანხმება დაიდო TAE-სა და TMT-ს შორის?

დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანია Trump Media & Technology Group-მა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ის შექმნით გახდა, Google-ის მიერ მხარდაჭერი თერმობირთვული ენერგიის კომპანია TAE Technology-სთან გაერთიანდა. არსებული ინფორმაციით, $6-მილიარდის მოცულობის გარიგების დადებით პრეზიდენტის კომპანია ჰოლდინგად გადაიქცევა და მის პორტფელში ენერგეტიკული სექტორის პერსპექტიული მოთამაშეც შევა. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილების მიღმა ელექტროენერგიის გამომუშავების ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომლითაც ტექნოლოგიური კომპანიები დაინტერესდებიან და საკუთარი მონაცემთა ცენტრების განვითარებისთვის გამოიყენებენ.

კომპანიების გაერთიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დადებითად შეხვდნენ ინვესტორები. საფონდო ბირჟაზე Trump Media-ს აქციების ფასი მკვეთრად, 35%-ით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კომპანიის მდგომარეობა. როგორც ცნობილია, წლის განმავლობაში მისი შეფასება 70%-ით დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანების შემდგომ აქციონერები კომპანიებში წილებს თანაბრად გადაინაწილებენ. რაც შეეხება თავად დონალდ ტრამპს, მისი პირადი წილი 40%-იდან 20%-მდე შემცირდება. თუმცა უნდა განიმარტოს, რომ ეს TAE-ს აქციონერების შემოერთებითაა განპირობებული და ახალ ჰოლდინგში პრეზიდენტს ინვესტირებული თანხა შეუნარჩუნდება. ამასთან, Trump Media ერთობლივი კომპანიის განვითარებისთვის დამატებით $300 მილიონს გამოყოფს.

რაც შეეხება თავად ტექ-გიგანტის, Google-ის მიერ მხარდაჭერილ TAE Technologies-ის, ის თერმობირთვული ენერგიის განვითარებაზე მუშაობს და 2026 წელს მსოფლიოში პირველ ისეთ ელექტროსადგურს შექმნის, რომელიც ქსელზე დაერთებას და მსურველებისთვის დენის მიწოდებას შეძლებს. თავად თერმობირთვული ენერგია დღეს მსოფლიოს ენერგეტიკულ მომავლად ითვლება, რადგან ის ბუნებრივი აირის, ნავთობისა და ქვანახშირისაგან განსხვავებით, არ გამოყობს ემისიებს და არ აბინძურებს გარემოს. ამასთან, ის ბირთვულ ენერგიაზე გაცილებით უსაფრთხოა და არ ტოვებს რადიოაქტიულ ნარჩენებს. მნიშვნელოვანი ავარიის შემთხვევაში პრობლემა გაცილებით მარტივად ლოკალიზდება და თავიდან არიდებადია “ჩერნობილის” ეფექტი. დამატებით, მას ელექტროენერგიის გამომუშავება უწყვეტად შეუძლია. განსხვავებით მწვანე ენერგიის ალტერნატიული წყაროების, მზისა და ქარის ელექტროსადგურებისაგან, რომლებიც გარემო ფაქტორებზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები