მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი vs ჰარისი – ვინ ლიდერობს არჩევნების წინ?

ტრამპი vs ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კვლევითი ორგანიზაციები მოქალაქეების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით უახლეს ანგარიშებს აქვეყნებენ.

FiveThirtyEight-ის გამოკითხვის თანახმად, კამალა ჰარისს 48%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპის ამომრჩეველთა რაოდენობა 47%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევითი ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში ცალსახა ფავორიტს ვერ ასახელებს.

Times/Siena-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ამომრჩევლის 49% უჭერს მხარს, რესპუბლიკური პარტიის რჩეულს კი 48%-იანი მხარდაჭერა აქვს.

NBC-ის გამოკითხვის მიხედვით, ორივე კანდიდატს 49-49%-იანი მხარდაჭერა აქვს, ანუ არჩევნების ბედს სწორედ ის გადაუწყვეტელი 2% განსაზღვრავს, რომელსაც საკუთარი პოზიცია ჯერაც არ დაუფიქსირებია და არჩევნების დღეს ელოდება.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული არჩევნები იქნება, რადგან მხარდამჭერებს შორის სხვაობა მინიმალურია და არ არის გამორიცხული, არჩევნების ბედი რამდენიმე ათასმა ხმამ გადაწყვიტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები