აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო, ირანის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. უფრო კონკრეტულად $1-ის გაცვლითმა კურსმა 703,000 რიალს მიაღწია, რაც ირანული ვალუტის ისტორიული ანტირეკორდია.
ექსპერტების შეფასებით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს და ქვეყანას ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცევს, რაც მის ვალუტაზე ნეგატიურად აისახება.
ასევე არსებობს მოლოდინი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო აქტივობას გააძლიერებს, რაც რიალის დამატებით გაუფასურებას გამოიწვევს.