აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, მან „სანდო წყაროებიდან“ გაიგო, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა შეწყდა.
„ჩვენ გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები წყდება, შეჩერებულია და არ არსებობს სიკვდილით დასჯის გეგმა. ასე რომ, ეს ინფორმაცია სანდო წყაროდან მივიღე. ჩვენ ამას გავარკვევთ“,- განუცხადა მან ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში.
ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დემონსტრაციების მე-17 დღეს, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ დაღუპულთა რაოდენობამ 2,571-ს მიაღწია.




























