მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის პოლიტიკა ირანის წინააღმდეგ მარცხით დასრულდება - საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკა ირანის წინააღმდეგ მარცხით დასრულდება, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში მოხდა.

"მჯერა, რომ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა წარუმატებელი ექსპერიმენტია და ის კიდევ ერთ მარცხად იქცევა", - ამბობს აბას არაღჩი. ტრამპმა 4 თებერვალს ხელი მოაწერა მემორანდუმს ირანის მიმართ „მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის განახლების შესახებ". ეს პოლიტიკა მან აამოქმედა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში. ამ პოლიტიკის მიზანია დაკეტოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის ყველა გზა.

როგორც ცნობილია, ირანს უკვე აქვს 90%-ით გამდიდრებული ურანი და თან ქვეყანამ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას იმ ცოდნასა და ტექნოლოგიასთან გაუჩნდება წვდომა, რომელიც ბირთვული პროგრამის გასავითარებლად აუცილებელია.

შეძლებს თუ არა "მაქსიმალური ზეწოლის" რეჟიმი ირანის მთავრობის განზრახვების შეჩერებას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანა ნავთობის ექსპორტით საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდა, რომელიც წლიურად საშუალოდ $55 მილიარდს შეადგენდა.

ტრამპი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ "მაქსიმალური ზეწოლის" რეჟიმი აამოქმედა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები