მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ინფორმაციით, ჩინეთი აშშ-სთვის იშვიათი მინერალების მიწოდებას განაახლებს

სი ძინპინი / ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დათანხმდა იშვიათი მინერალების შეერთებულ შტატებში მიწოდების განახლებას, რაც შესაძლოა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის დაძაბულობის შემცირებას ნიშნავდეს.

„ჩინეთთან შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან შორს წავედით“, - განუცხადა ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ტრამპის თანახმად, ვაჭრობაზე იყო ფოკუსირებული და დადებითი შედეგებით დასრულდა.

ჩინეთმა იშვიათი მინერალების მიწოდება აპრილში შეწყვიტა, დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის საპასუხოდ. ამან შეაფერხა მომარაგება, რომელიც სჭირდებათ ავტომწარმოებლებს, კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლებს და სამხედრო კონტრაქტორებს მთელ მსოფლიოში.

რატომ შეუჩერა ჩინეთმა მთელ მსოფლიოს იშვიათი მინერალების მიწოდება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები