მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის კრიპოკომპანია სტეიბლკოინს გამოუშვებს

ტრამპი კრიპტო

დონალდ ტრამპის კრიპტოკომპანიამ, World Liberty Financial-მა ახალი სტეიბლკოინს გამოშვება დააანონსა, რომლის სიმბოლო USD1-ია და მისი ღირებულება ყოველთვის 1 დოლარის ეკვივალენტი იქნება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ყოველი გამოშვებული კოინი დაზღვეული იქნება შესაბამისი მოცულობის ამერიკული დოლარით, რაც მის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

როგორც ჩანს, ეს არ არის ტრამპის ერთადერთი ინიციატივა სტეიბლკოინების ბაზარზე შესვლის მიმართულებით, რადგან ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანაში კანონმდებლობის შეცვლას და ფედერალურ დონეზე სტეიბლკოინების ათვისებას მოითხოვს, რისთვისაც მან შესაბამისი განკარგულება გასცა და სამუშაო ჯგუფს კანონპროექტის მომზადება დაავალა.

ზოგადად, სტეიბლკოინი კრიპტობაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება. სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები