მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ოჯახის კრიპტოკომპანიების შეფასება $1.3 მილიარდით გაიზარდა

ტრამპი ბიტკოინი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოჯახის სიმდიდრე სწრაფი ტემპით იზრდება - სულ რამდენიმე კვირაში მისი ვაჟების მიერ დაფუძნებულმა კრიპტოკომპანიებმა საბაზრო შეფასება დაახლოებით $1.3 მილიარდით გაზარდეს.

ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს World Liberty Financial-ზე, რომელიც კრიპტოვალუტების ემიტენტია და American Bitcoin-ზე, რომელიც მაინინგითაა დაკავებული და სწრაფი ტემპით იზრდება.

როგორც ცნობილია, ოჯახური ბიზნესის ამ მიმართულებას დონალდ უმცროსი და ერიკ ტრამპი უძღვებიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ კომპანიების წარმატებასთან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს კავშირი არ აქვს, რაც რთულად დასაჯერებელია, თუკი პრეზიდენტ ტრამპის პერსონას და მის გლობალურ გავლენას გავითვალისწინებთ.

Bloomberg-ის შეფასებით, ტრამპის ოჯახის საკუთრებაში არსებული კრიპტოაქტივების, ტოკენების და მაინინგ-მოწყობილობების შეფასება უკვე აჭარბებს 4 მილიარდ დოლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპის ოჯახისთვის ეს ბიზნესი უფრო მაღალშემოსავლიანი აღმოჩნდა, ვიდრე უძრავი ქონება, გოლფის რეზორტები და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები