პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების მოლოდინში, საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე სპილენძის ფასი რეკორდულად გაიზარდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სპილენძი 15%-ითაა გაძვირებული, ხოლო მიმდინარე წელს ფასის ზრდის მაჩვენებელი 32%-ს აღწევს და ტონაზე 11,520 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, უახლოეს მომავალში აშშ-ის მთავრობა სპილენძის იმპორტზე 25%-იან ტარიფს აამოქმედებს, რაც ქვეყანაში მეტალის შეძენას გააძვირებს, ამიტომ კომპანიები მას წინასწარ ყიდულობენ და მარაგებს ავსებენ.
ამ შემთხვევაში ინვესტორები იმაზეც ფიქრობენ, თუ რა საპასუხო ზომებს მიიღებენ ექსპორტიორი სახელმწიფოები, რომელთაც აშშ-ში სპილენძი შეჰქონდათ, მათ შორის: კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ვიეტნამი და იაპონია.