ნატოს წევრი რვა ქვეყანა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით ემუქრება, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და ზრდის დაძაბულობის რისკს.
განცხადების ავტორები არიან დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
„ტარიფებით მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს ქმნის. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რასაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ ისინი ერთგული არიან არქტიკული უსაფრთხოების განმტკიცების, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესის. მათივე თქმით, გრენლანდიაში ჩატარებული სამხედრო წვრთნები ამ მიდგომის გამოხატულება იყო და „არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.




























