მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ტარიფებმა EU-ს მოსალოდნელზე ნაკლები ზიანი მიაყენა - ECB-ის საბჭოს წევრი

ევროკავშირის ცენტრალური ბანკი
12.11.25 21:26
483

ევროკავშირის ცენტრალური ბანკის (ECB) საბჭოს წევრის, მარტინ კოშერის განცხადებით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები არაეფექტიანია. როგორც ის ამბობს, ტარიფები ევროკავშირს იმდენად არ აზარალებს, რამდენადაც მოელოდნენ.

საუბრისას მან ხაზი გაუსვა სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის ტემპს. მისი თქმით, ტარიფების დაწესების მომენტში ნავარაუდები ზარალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეალურ შედეგებს.

კოშერმა დასძინა, რომ ამჟამინდელი ტარიფები 1930-იანი წლების შემდგომ ყველაზე მაღალია. მისივე თქმით, ევროკავშირი სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებას მაშინ განიხილავს, როდესაც ტარიფების მიერ წარმოქმნილი რისკი მატერიალიზდება და მშპ-ის პროგნოზულ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები