მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას იწყებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ბლოკირებას დაიწყებენ. საერთაშორისო მედია წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ზრდის ნავთობისა და გაზის ფასების მკვეთრი ნახტომის რისკს იმ ფონზე, როდესაც ტრამპი ირანზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას ცდილობს.

პრეზიდენტის განმარტებით, ბლოკადის პარალელურად, აშშ სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე ნაღმების საძიებო სამუშაოებსაც ჩაატარებს.

ტრამპმა ასევე დაავალა სამხედრო-საზღვაო ძალებს, გამოავლინონ და დააკავონ საერთაშორისო წყლებში გემები, რომლებმაც ირანს გადასახადი გადაუხადეს სრუტეში გავლისთვის.

„არავინ, ვინც უკანონო გადასახადს იხდის, არ მიიღებს ღია ზღვაში უსაფრთხო გავლის უფლებას,“ აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ უქმეებზე გამართული მარათონული შეხვედრები გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე დასრულდა, დონალდ ტრამპი პროგნოზირებს, რომ ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდას მაინც დაუბრუნდება.

შეთანხმების არარსებობის პირობებში, ტრამპმა კიდევ ერთხელ გააჟღერა სამხედრო ინტერვენციის მუქარა. მისი მტკიცებით, მას შეუძლია „ირანი ერთ დღეში გაანადგუროს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები