მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის თქმით, აშშ რუსეთს დაეხმარება შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, თეთრ სახლში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს დაეხმარება მას შემდეგ, რაც ციმბირში, ჭირის კვლევის ინსტიტუტში, ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნული შემთხვევა „რუსეთისთვის დიდი პრობლემაა“.

ციმბირში, ჭირის კვლევის ინსტიტუტში მომუშავე ლაბორატორიის თანამშრომელი გაურკვეველ ვითარებაში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რის გამოც ხელისუფლებამ ათეულობით ადამიანი კარანტინში მოათავსა.

ამ სიკვდილმა სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით შეშფოთება გამოიწვია, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ მათ ასეთი რამ დაემართათ. ეს მძიმე დაავადებაა“, - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა რუსეთს დაეხმაროს.

„ჩვენ დავეხმარებით. ვინც არ უნდა იყოს და როგორი პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად",- აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები