აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე რუსეთში, ვლადიმერ პუტინთან გამართულ მოლაპარაკებებს კარგს და პროდუქტიულს უწოდებს.
პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინი და აშშ-ის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი შეხვდნენ ხუთშაბათს მოსკოვში, რის შემდეგაც კრემლმა თქვა, რომ იზიარებს აშშ-ის "ფრთხილ ოპტიმიზმს" სამშვიდობო პროცესის შესახებ.
როგორც ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, მოლაპარაკებები „ძალიან კარგი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს“.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადანაშაულა პუტინი ომის გასაგრძელებლად მოლაპარაკებების გაჭიანურებაში.
კვირის დასაწყისში უკრაინამ მიიღო აშშ-ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ უნდა დასთანხმდეს.
ხუთშაბათს პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს, მაგრამ არის ნიუანსები, რასაც თავის მხრივ, ზელენსკიმ მანიპულაციური უწოდა.




























