მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს სახელი გადაარქვა და თავისი სახელობის მშვიდობის ინსტიტუტად აქცია

USIP
BM. GE
05.12.25 01:02
739

ტრამპის ადმინისტრაციამ ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს (USIP) სახელი გადაარქვა. მას ამიერიდან "დონალდ ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტი" ეწოდება. ამით პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მისი სტატუსი, როგორც "გლობალური მშვიდობისმყოფელი" გამყარდება.

ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა. მათი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება "ხაზს უსვამს ჩვენი ერის ისტორიაში საუკეთესო შეთანხმებების მიღწევას." საგულისხმოა, რომ სწორედ ამ შენობაში, მიმდინარე წლის 25 ივნისს ხელი მოეწერა რუანდას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი სახის შენობაზე პრეზიდენტის სახელის გამოჩენა შექმნის პირდაპირ ასოციაციას დიპლომატიურ წარმატებასა და გლობალურ სტაბილურობასთან.

სახელის ცვლილებას წინ მძიმე სასამართლო დავა უძღოდა. საინტერესოა, რომ ამ წლის დასაწყისში ტრამპის მიერ შექმნილი სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობდა, აღნიშნული ინსტიტუტის მთლიანად გაუქმებას ცდილობდა. ამ მიზნით, მათ კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება შემდგომში ფედერალურმა სასამართლოდ უკანონოდ მიიჩნია.

ინსტიტუტის გათავისუფლებული პერსონალი მიიჩნევს, რომ სახელის გადარქმევა "შეურაცხმყოფელია," დაწესებულება უნდა იყოს აპოლიტიკური და მის მიზანს კონფლიქტების მოგვარების გზების შესწავლა წარმოადგენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები