მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტრამპმა FED-ს თავი უნდა დაანებოს" – ჰეჯ-ფონდ Citadel-ის დირექტორი

citadel

ცნობილი ამერიკელი ინვესტორის და ჰეჯ-ფონდ Citadel-ის გენერალური დირექტორის, კენ გრიფინის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ფედერალურ რეზერვს თავი უნდა დაანებოს და FED-ის ხელმძღვანელთან დისტანცია დაიჭიროს.

გრიფინის განმარტებით, ფედერალური რეზერვი ზეპოლიტიკური, ნეიტრალური უწყებაა, რომლის დამოუკიდებლობაზე არა მხოლოდ ამერიკის, არამედ გლობალური ეკონომიკის ბედ-იღბალია დამოკიდებული, ამიტომ ქვეყნის პრეზიდენტმა მისი ხელმძღვანელის შევიწროება უნდა შეწყვიტოს.

Citadel-ის დირექტორი ჯერომ პაუელის მოღვაწეობის დასრულებაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ახალმა პოტენციურმა თავმჯდომარემ, კევინ ჰასეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელისგან ამ განცხადების მოსმენა გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს თითქმის ყველა ინვესტორი, ეკონომისტი და ანალიტიკოსი, რომელსაც მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობა და გლობალურ ეკონომიკაზე FED-ის გავლენის მასშტაბები ესმის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები