მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები დაუწესა

ტრამპი
BM. GE
30.07.25 17:28
520

აშშ ინდოეთს 25%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი რეგულაციები ძალაში პირველი აგვისტოდან შევა.

ამერიკის პრეზიდენტმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, ტარიფების დადების ერთ-ერთი მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული შეიარაღებისა და ენერგორესურსების შეძენა გახდა.

“ინდოეთი, მსგავსად ჩინეთისა, უკრაინაში ომის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს და რუსეთთან შეირაღებასა და ენერგეტიკაზე ვაჭრობას აგრძელებს. ამიტომ, მას 25%-იანი ტარიფები დაუწესდება”.

ტრამპის თქმით, მათ აქვთ ყველაზე ხისტი არაფულადი სავაჭრო ბარიერები ყველა ქვეყანასთან შედარებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ჩვენი მეგობარია, ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან მცირე რაოდენობით ვაწარმოებდით ბიზნესს მათთგან, მათი ტარიფების გამო, რადგან ისინი ძალიან მაღალია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი. მათ აქვთ ყველაზე ხისტი და ამაზრზენი არაფულადი სავაჭრო ბარიერები ყველა ქვეყანასთან შედარებით“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები