მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა JPMorgan-ს უჩივლა – პრეზიდენტი $5 მილიარდის ანაზღაურებას ითხოვს

jpm

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის უმსხვილეს ბანკს, JPMorgan Chase-ს სასამართლოში უჩივლა. პრეზიდენტი სასამართლოსგან მოითხოვს, რომ ბანკმა მას მინიმუმ $5 მილიარდის ზარალი აუნაზღაუროს.

ტრამპის მტკიცებით, ბანკმა მასთან თანამშრომლობა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, არასწორად და შეუსაბამოდ შეწყვიტა, რაც პოლიტიკური დისკრიმინაცია იყო და არღვევდა აშშ-ის საბანკო კანონმდებლობას.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში უარყო Wall Street Journal-ის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მან ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეიმი დაიმონს ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა. ტრამპმა ამ ცნობას სიცრუე უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ის დაიმონთან თანამშრომლობას არ გეგმავს და მის ბანკს სასამართლოში უჩივლებს.

სარჩელის შეტანის ალბათობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯეიმი დაიმონმა ტრამპის საბანკო პოლიტიკა გააკრიტიკა და მას “ეკონომიკური კატასტროფა” უწოდა. თავად ეს განცხადება ტრამპის ინ ინიციატივასთან იყო დაკავშირებული, რომელიც საკრედიტო ბარათების გამცემი კომპანიებისათვის 10%-იანი ჭერის დაწესებას ითვალისწინებს და მას თითქმის მთელი უოლ-სტრიტი აკრიტიკებს.

თავის მხრივ, JPMorgan Chase-ის წარმომადგენლები ტრამპის ბრალდებებს უარყოფენ. ბანკში აცხადებენ, რომ ისინი 80 მილიონზე მეტ ამერიკელს ემსახურებიან და მათი პრინციპია, არავის შეუზღუდონ წვდომა ფინანსებზე სოციალური ან პოლიტიკური შეხედულებების გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები