მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფები, ავტოიმპორტის შემდეგ, სხვა პროდუქციაზეც გააჩერა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადისა და მექსიკისთვის საბაჟო ტარიფები ავტოიმპორტის შემდეგ სხვა პროდუქციაზეც გააჩერა. კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერმა მეზობელი ქვეყნებიდან 2020 წლის ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტზე ტარიფების ამოქმედება 2 აპრილამდე გადადო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ტრამპმა იმპორტზე დაანონსებული ახალი გადასახადები ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან აპრილამდე გადაავადა. მაგალითად, გუშინ თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვიტა რომ ავტოიმპორტზე 25%-იანი ტარიფების ამოქმედება კანადისა და მექსიკისთვის შეეჩერებინა.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეიბაუმმა მადლობა გადაუხადა ტრამპს ამ ნაბიჯისთვის, ხოლო კანადის ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა თავის მხრივ შეაჩერებს აშშ-ს პროდუქტებზე საპასუხო ტარიფების მეორე რაუნდს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ინაუგურაციიდან მალევე განაცხადა, რომ კანადას და მექსიკას საბაჟო ტარიფებს დაუწესებდა, ვინაიდან ეს ქვეყნები ეფექტიანად არ ებრძვიან ნარკოტიკების კონტრაბანდას და საზღვრებს კარგად არ იცავენ. აშშ-ის მეზობლებმა თავის მხრივ გამოაცხადეს, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას თავადაც ტარიფებით უპასუხებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები