მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა ორბანს დაურეკა, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ბლოკირების მიზეზები განეხილა - Bloomberg

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა, რატომ ბლოკავს ის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, სატელეფონო ზარი ტრამპსა და ორბანს შორის შედგა მას შემდეგ, რაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გამართა.

„ზარი ტრამპსა და თეთრ სახლში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შედეგი იყო. გარკვეულ მომენტში მათ ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ვიქტორ ორბანზე, რათა მას შეეწყვიტა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობა,“ – ნათქვამია „ბლუმბერგის“ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, ტრამპთან საუბრისას ორბანმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, მასპინძლობა გაუწიოს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

პარალელურად, თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება „მიმდინარეობს“ და „მრავალი ვარიანტი“ განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები