მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპმა რუსულ მილსადენებზე სანქციები დააწესა

5dfdd18ad96e5
BM.GE
21.12.19 12:00
1516
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც „გაზპრომს“ ნორდ სტრიმი-2-ის მილსადენის მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება. სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აშშ-ის ვიზების გაუქმებას.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მილსადენი, რომელიც „გაზპრომს“ ეკუთვნის გერმანიას „რუსეთის ტყვედ“ აქცევს, რადგან მისი მეშვეობით რუსეთი გერმანიაში გაზის ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის.

BBC-ის ინფორმაციით, გასულ კვირას კონგრესმა თავდაცვის კანონპროექტში სანქციებს მხარი დაუჭირა.
კანონში აღნიშნულია, რომ რუსული მილსადენები "იძულების იარაღია”.

წყალქვეშა გაზსადენის მშენებლობის პროექტის ღირებულება 11 მილიარდი ამერიკული დოლარია.

ტრამპის ადმინისტრაცია შიშობს, რომ გაზსადენის საშუალებით რუსეთი ევროპის ენერგომომარაგებას ხელში ჩაიგდებს და ევროპულ ბაზარზე ამერიკული თხევადი გაზის წილს შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები