მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა სპილენძის მილსადენებსა და გაყვანილობაზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

ტარიფები
BM. GE
31.07.25 15:49
544

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპილენძის მილსადენებსა და გაყვანილობაზე 50%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ის ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.

აღსანიშნავია, რომ მოლოდინის მიუხედავად, ტარიფები ნედლ სპილენძს და სპილენძის ჯართს არ შეეხება. ედეგად, შტატებში წიაღისეულის ფასი მნიშვნელოვნად, 17%-ით დაეცა.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადება, მოულოდნელი არ ყოფილა. ბოლო პერიოდში შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი სპილენძის გაზრდილი იმპორტის მოცულობას იკვლევდა. დადგინდა, რომ უცხოეთიდან შემოტანილ სპილენძზე ამ მასშტაბის დამოკიდებულება ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების რისკებს უქმნიდა.

ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ წლებში ტარიფების არსებული მაჩვენებლის გაზრდას არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები