მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპს ამერიკული ტელეარხების, ABC-სა და NBC-ს დახურვა სურს

ტრამპი
BM. GE
26.08.25 22:53
1092

დონალდ ტრამპმა ამერიკის წამყვანი მაუწყებლების, ABC-სა და NBC-ს წინააღმდეგ კამპანია განაახლა. აშშ-ის პრეზიდენტი კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას მიმართავს და ტელეარხებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ითხოვს. ტრამპი თვლის, რომ ABC და NBC დემოკრატიული პარტიის ინტერესებს ატარებენ და პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ძალიან უარყოფითად აშუქებენ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას ალტერნატიულ სცენარსაც სთავაზობს - თუ ტელეარხებს ლიცენზიები არ შეუწყდებათ, მათ საქმიანობის გაგრძელებისთვის ყოველწლიური სოლიდური გადასახადი მაინც უნდა დაეკისროთ.

ტრამპის ინიციატივას მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მსგავსი მოთხოვნების გაჟღერება არაკონსტიტუციურია და არღვევს პირველ შესწორებას, რომელიც პრესის თავისუფლებას იცავს.

აქვე უნდა ითქვას, რომ კომუნიკაციების ფედერალური კომისია ლიცენზიებს არა მსგავსი მასშტაბის მაუწყებლებს, არამედ ინდივიდუალურ სადგურებს უჩერებს. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევებშიც კი კომისია გადაწყვეტილებას ძალიან რთულად იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები