აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ირანთან ომის დიპლომატიური გზებით დასრულება სურს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შუალედური არჩევნების შემდეგ დამატებითი სამხედრო იერიშებისთვის მზადების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტი უპირატესობას პროცესის მშვიდობიანად დასრულებას ანიჭებს და მისი სურვილია, რომ ეს კონფლიქტი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს.
რაც შეეხება თეირანის პოზიციას, ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ შეიარაღებულ ძალებს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა და ქვეყანაში მზადყოფნა გამოაცხადა.
ამ ურთიერთგამომრიცხავი ცნობების პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც მედიატორებად რეგიონის სხვა ქვეყნები არიან ჩართულები. მათი წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო დღეებში მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ახლა გადაწყვეტილება სრულად ტრამპის მხარესაა.
























