მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს კაპიტოლიუმის წინ ბიტკოინით ხელში ძეგლი დაუდგეს

ტრამპი ბიტკოინი

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, კრიპტოენთუზიასტებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძეგლი დაუდგეს.

ოქროსფერი ქანდაკების სიმაღლე 3.7 მეტრს აღწევს და ხელგაშვერილ პრეზიდენტს გამოსახავს, რომელიც იღიმის და მაყურებელს ბიტკოინს სთავაზობს.

როგორც ინსტალაციის ავტორები განმარტავენ, ამ ძეგლის დადგმით მათ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვა და იმ აზრის დაფიქსირება სურთ, რომ ბიტკოინი ფინანსური სამყაროს მომავალია და ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ამას კარგად აცნობიერებს.

როგორც ცნობილია, პროექტის დამფინანსებლებს შორის კრიპტობირჟების ხელმძღვანელები და ის ინვესტორები არიან, რომლებმაც დონალდ ტრამპის პრო-კრიპტო პოლიტიკით დიდი ფინანსური სარგებელი მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები