მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს რუსული ნავთობის შემსყიდველებისათვის 500%-მდე ტარიფების დაწესება შეუძლია – ბესენტი

ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ესაჭიროება სენატისგან დამატებითი თანხმობა იმ ქვეყნებისთვის მკაცრი ტარიფების დასაწესებლად, რომლებიც რუსული ნავთობის შესყიდვას ისევ ჯიუტად განაგრძობენ.

ბესენტის განმარტებით, პრეზიდენტს ამის უფლებას არსებული კანონმდებლობა აძლევს, ამიტომ თუ მას სურვილი ექნება, აშშ-ის ქმედება მყისიერი იქნება.

აღნიშნული განცხადება უკავშირდება სენატში ინიციირებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობს შეიძენენ, შესაძლოა დაწესდეს დამატებით 1%-დან 500%-მდე საიმპორტო ტარიფები.

ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, კანონპროექტი ჯერაც განხილვის ეტაპზეა, თეთრ სახლს ისედაც აქვს საკმარისი ბერკეტები მსგავსი ეკონომიკური ზომების მისაღებად, მათ შორის 500%-იანი ტარიფების დასაწესებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები