აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმის დათვლის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე 13 შტატში ხმები ჯერ დაუთვლელია. რაც შეეხება დანარჩენი შტატების შედეგებს, წინასწარი მონაცემების მიხედვით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 246 ხმა აქვს, კამალა ჰარისს კი 182. ხმები ბოლომდე ჯერ არაა დათვლილი ისეთ შტატებში, რომლებმაც შესაძლოა, საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენაში დიდი როლი ითამაშონ. მათ შორისაა, არიზონა, ჯორჯია, ნევადა, პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი და ჩრდილოეთ კაროლინა.
გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.
რაც შეეხება კონგრესს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100-ადგილიან სენატში რესპუბლიკელებს 49 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი 40. ხოლო 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებს 184 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი - 152.