მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს საინვესტიციო ფონდებისთვის ერთ საძინებლიანი სახლების შეძენის შეზღუდვა სურს - მიზეზები

ტარიფები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოდის ინიციატივით, რომ კორპორაციულ ინვესტორებს ერთ ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი სახლების შესყიდვის უფლება შეეზღუდოთ. როგორც ტრამპი განმარტავს, ამ ნაბიჯით უძრავი ქონების ბაზარზე ერთ საძინებლიან სახლებზე ფასები შემცირდება, რადგან Blackstone-ის მსგავს მდიდარ საინვესტიციო კომპანიებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, შეისყიდონ სახლები.

არსებული ინფორმაციით, ტრამპმა შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტის მომზადება უკვე დაავალა კონგრესს და საკითხის განხილვას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საჯაროდ განხილვასაც გეგმავს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, სახლების მფლობელები არა კორპორაციები, არამედ ამერიკის რიგითი მოქალაქეები უნდა იყვნენ, რომელთაც ბინების შესყიდვა საკუთარი შემოსავლით უნდა შეეძლოთ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული საცხოვრებელი სახლების კრიზისში ანალიტიკოსების ნაწილი სწორედ უოლ სტრიტის მსხვილ კომპანიებს, მათ შორის Blackstone-ს ასახელებენ, რომლებიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ აქტიურად ყიდულობენ სახლებს და მათ შემოსავლების მიღების მიზნით აქირავებენ. ანალიტიკოსების მეორე ნაწილი ტრამპის დაანონსებულ პოლიტიკას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ინიციატივა რეალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან ინსტიტუციური ინვესტორები ერთ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი სახლების მხოლოდ 4%-ს ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები