მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპს სურს, გაერომ სირიის ლიდერს სანქციები მოუხსნას

ტარიფები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთვის, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრ ანას ხატაბისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა. ამ შედეგის მისაღწევად პრეზიდენტმა საბჭოში შტატების წარმომადგენელს უკვე დაავალა რეზოლუციის წარდგენა, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც ალ-შარაას გაეროს მიერ დაწესებული შეზღუდვები მოეხსნება.

ტრამპის შეფასებით, ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა უცხოურ ქვეყნებსა თუ ინვესტორებს სირიის მიმართ შიშები გაუქრეთ და ქვეყანასთან დიპლომატიური თუ ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმაონ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია 10 ნოემბერს, აჰმედ ალ-შარაასა და პრეზიდენტ ტრამპის შეხვედრის შესახებ.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტი სირიელი კოლეგის მიმართ დადებითადაა განწყობილი და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის მიმართვით მას საკუთარი მხარდაჭერის დადასტურება სურს.

ცნობისთვის, 2024 წლის სირიის სამხედრო გადატრიალების ავტორს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სანქციები წლების წინ, იმ პერიოდში დაუწესა, როცა ალ-შარაა ალ-ქაიდას ტერორისტული ორგანიზაციის სირიულ დანაყოფ ალ-ნუსრას ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები