უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული საუბარი ჰქონდა.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ტრამპს მიულოცა წარმატება და ახლო აღმოსავლეთის შეთანხმების მიღწევა.
"თუ ერთ რეგიონში ომის შეჩერება შესაძლებელია, მაშინ სხვა ომების შეჩერებაც, მათ შორის რუსეთის ომის, ნამდვილად შესაძლებელია",- წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპს აცნობა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმების შესახებ და აფასებს მის მზაობას დახმარებასთან დაკავშირებით.
"განვიხილეთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზეც ვმუშაობთ ამის უზრუნველსაყოფად. არსებობს კარგი ვარიანტები და მყარი იდეები, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები.
რუსეთის მხრიდან აუცილებელია მზადყოფნა რეალური დიპლომატიის განსახორციელებლად — ამის მიღწევა ძალის გამოყენებით შეიძლება. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!",- დაწერა ზელენსკიმ.
I had a call with US President Donald Trump—a very positive and productive one. I congratulated @POTUS on his success and the Middle East deal he was able to secure, which is an outstanding achievement. If a war can be stopped in one region, then surely other wars can be stopped… pic.twitter.com/gDuEANq2e6
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 11, 2025




























