მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტრანსფერ ფრაისინგის” დოკუმენტაციის მომზადების სერვისი-TPsolution

გელა ბარშოვი
03.10.24 09:32
4441

„ტრანსფერ ფრაისინგი“-ს (Transfer Pricing) მიმართულებით სპეციალიზებული ქართული საკონსულტაციო და საბუღალტრო კომპანია-TPsolution

კომპანია TPsolution (Transfer Pricing solution)-ის საქმიანობა მოიცავს საგადასახადო (მათ შორის ქართული და საერთაშორისო საგადასახადო დაბეგვრა), საბუღალტრო და ბიზნესის რეგისტრაციის მომსახურეობებს.

უფრო თუ დავაკონკრეტებთ, კომპანიის სპეციალიზაციას და უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის სრული მომსახურების გაწევა „ტრანსფერ ფრაისინგის“ (Transfer Pricing) მიმართულებით, რაც გულისხმობს:

  • „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადებას/გადახედვას;
  • შიდა ჯგუფურ ოპერაციებზე ფასწარმოქმნის პოლიტიკის შემუშავებას/გადახედვას;
  • საერთაშორისო ბიზნესის სტრუქტურირებას;
  • მიმდინარე კონსულტაციებს „ტრანსფერ ფრაისინგთან“ და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

შენიშვნა: „ტრანსფერ ფრაისინგს“ ასევე მოიხსენიებენ, როგორც „სატრანსფერო ფასწარმოქმნას“. ოფიციალური, საკანონმდებლო ტერმინი კი არის: საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება. სტატიაში ამ სამივე ტერმინს გამოვიყენებთ.

რატომ არის „ტრანსფერ ფრაისინგის“ ანუ „სატრანსფერო ფასწარმოქმნის“ იმ სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, რომელიც თქვენი კომპანიისთვის მაღალი ხარისხის „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციას ამზადებს?

,,ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში, „ტრანსფერ ფრაისინგის“ სპეციალისტმა მთლიანად საკუთარ გამოცდილებაზე და ანალიზზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. ბევრი საკითხია ისეთი, რომელზე პასუხსაც პირდაპირ კანონში ვერ ამოიკითხავთ, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენი კომპანიის „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაცია მომზადდეს ამ მიმართულებით სპეციალიზებული და გამოცდილი საგადასახადო კონსულტანტის მიერ.

მაგალითად, კანონში მოცემულია სატრანსფერო ფასწარმოქმნის 5 მეთოდი და მითითებულია, რომ აღნიშნულ მეთოდებს გააჩნიათ გამოყენების იერარქიული ხასიათი. ანუ, თუ გამოვიყენებთ რიგით მე-4 მეთოდს, აუცილებლად უნდა დავასაბუთოთ, რატომ უარვყავით წინა 3 მეთოდი. სპეციალისტმა, საკუთარი, სუბიექტური ანალიზის მიხედვით უნდა განსაზღვროს რომელი მეთოდის უარყოფა და პირიქით, რომლის არჩევა უნდა მოხდეს. ეს ანალიზი შაბლონური და ზოგადი კი არა, სიღრმისეული და კონკრეტულ ქეისზე მორგებული უნდა იყოს. სიღრმისეულ ანალიზს და სწორი არჩევანის გაკეთებას კი მნიშვნელოვანი გამოცდილება სჭირდება, კონკრეტულად „სატრანსფერო ფასწარმოქმნის“ მიმართულებით.

ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება, აგრეთვე: სწორი და სიღრმისეული, ფუნქციური და რისკების ანალიზის ჩატარება, გასატესტი მხარის (tested party) შერჩევა, მოგების მაჩვენებლის (Profit Level Indicator (PLI)) არჩევა, ძებნის კრიტერიუმების შერჩევა, შესადარებელი კომპანიების ძებნისას, ყველაზე ოპტიმალური, დამოუკიდებელი კომპანიების არჩევა და ა.შ.

„ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებაში გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტს, მინიმუმ, შემდეგი პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა ახასიათებდეს:

  1. სპეციალისტმა ზედმიწევნით და სიღრმისეულად უნდა იცოდეს საქართველოს „ტრანსფერ ფრაისინგის“ კანონმდებლობა;
  2. სპეციალისტი კარგად უნდა იცნობდეს OECD-ის ტრანსფერ ფრაისინგის ინსტრუქციას (რაც გარკვეულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობის ნაწილსაც წარმოადგენს);
  3. სპეციალისტი უნდა იცნობდეს საქართველოს საგადასახადო ორგანოში ჩამოყალიბებულ მიდგომებს (რადგან „ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებით საგადასახადო შემოწმებისას, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კანონში ვერ ამოიკითხება და ის საგადასახადო ორგანოში დამკვიდრებული პრაქტიკით და მიდგომებით რეგულირდება);
  4. კანონმდებლობის და პრაქტიკული ცოდნის გარდა, ტრანსფერ ფრაისინგის სპეციალისტს ესაჭიროება აუდიტორული ალღო და სიღრმისეული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რათა მან შეძლოს ნებისმიერი ინდივიდუალური ქეისის მაქსიმალურად სწორად შეფასება, ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადებისას მიღებული ყველა არჩევანი/გადაწყვეტილება იყოს კანონთან შესაბამისი, არგუმენტირებული და დასაბუთებული.

თუ შევაჯამებთ, ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის მომზადებისას, მნიშვნელოვანია არა რომელი კომპანია, არამედ კონკრეტულად რამდენად გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი იქნება ჩართული, რადგან, საკითხი საკმაოდ სუბიექტურია და ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის ხარისხი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ამ სპეციალისტის სუბიექტური გადაწყვეტილებების სისწორეზე.

ვინ მოამზადებს თქვენი კომპანიის „სატრანსფერო ფასწარმოქმნის“ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნულ სერვისს კომპანია TPsolution-ს დაუკვეთავთ?

TPsolution ქართული საკონსულტაციო და საბუღალტრო კომპანიაა, რომელიც გარდა საგადასახადო კანონმდებლობისა, ასევე სპეციალიზებულია „ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებაში, 12 წლიანი გამოცდილებით საქართველოსა და ევროპაში, რაც საკმაოდ იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე.

კომპანია TPsolution-თან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენი კომპანიისთვის „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციას მოამზადებს საქართველოში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი, გელა ბარშოვი.

„სატრანსფერო ფასწარმოქმნის“ სპეციალისტის, გელა ბარშოვის პროფესიული გამოცდილება შემდეგი ეტაპებისგან შედგება:

  • 2010-2018 წლებში მუშაობდა ,,შემოსავლების სამსახურის“ აუდიტის დეპარტამენტში, როგორც მთავარი საგადასახადო შემმოწმებელი;
  • მათ შორის, 2015 წლიდან ის მთავარი აუდიტორი და ჯგუფის ლიდერი გახლდათ „ტრანსფერ ფრაისინგის“ განყოფილებაში (აღნიშნული განყოფილების შექმნის პირველივე დღიდან), სადაც მის მთავარ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა საგადასახადო აუდიტის ჩატარება „ტრანსფერ ფრაისინგისა“ და ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებების გამოყენების მიმართულებით, კონსულტაციის გაწევა სხვა აუდიტორებისთვის და ახალი მიდგომების ინიცირება;
  • 2012 წლიდან, გელა აირჩიეს შემოსავლების სამსახურის მცირერიცხოვანი ჯგუფის წევრად, რომელიც „ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებით გადამზადდა უცხოური ექსპერტების მიერ (150-ზე მეტი საათის პრაქტიკული ტრენინგები), ინტენსიური ტრენინგები გაგრძელდა 2015 წლამდე, აუდიტის დეპარტამენტში „ტრანსფერ ფრაისინგის“ განყოფილების შექმნამდე და შემდეგაც;
  • გელა პირადად მონაწილეობდა საქართველოს „ტრანსფერ ფრაისინგის“ ინსტრუქციის შემუშავების პროცესში (იგულისხმება ფინანსთა მინისტრის ბრძანება #423, რომელიც 2013 წლის ბოლოს შევიდა ძალაში);
  • 2015 წელს, გელა ბარშოვმა, კოლეგებთან ერთად, ჩაატარა „ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულებით საქართველოში პირველი საგადასახადო აუდიტი;
  • 2015 წლის მარტიდან 2017 წლის სექტემბრამდე, გელა იყო OECD BEPS პროექტის მე-6 სამუშაო ჯგუფის წევრი, სადაც ის პირადად იღებდა მონაწილეობას OECD-ს ის ტრანსფერ ფრაისინგის კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში (ეს არის კანონმდებლობა, რასაც ეფუძნება ქართული და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის „სატრანსფერო ფასწარმოქმნის“ კანონმდებლობა, გელა კი მის ცვლილებებში პირადად იღებდა მონაწილეობას);
  • საგადასახადო ორგანოში მიღებული სამუშაო გამოცდილება განაპირობებს იმას, რომ გელა კარგად იცნობს საგადასახადო ორგანოში ჩამოყალიბებულ პრაქტიკებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხარისხიანი „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის შედგენისთვის;
  • 2017-2018 წლებში, გელამ დაასრულა აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს ტოპ-5 საუნივერსიტეტო პროგრამებში შემავალი, ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის (WU) სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულებით (ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები, „ტრანსფერ ფრაისინგი“) ავსტრიაში, ქალაქ ვენაში;
  • 2018 წელს გელა სწავლის პარალელურად მუშაობდა BDO-ს ვენის ოფისში, „ტრანსფერ ფრაისინგის“ კონსულტანტად;
  • 2018-2019 წლებში, გელა მუშაობდა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, ერთ-ერთი მოწინავე მულტინაციონალური კომპანიის „ტრანსფერ ფრაისინგის“ მიმართულების უფროს სპეციალისტად.
  • 2019 წლიდან გელა ბარშოვი საკონსულტაციო/საბუღალტრო კომპანია TPsolution-ის დამფუძნებელია და ქართული და უცხოური კლიენტი კომპანიებისთვის პირადი ჩართულობით ამზადებს/ამოწმებს ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციას.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი შესადარებელი კომპანიების ძიებისას, TPsolution ამჟამად მონაცემთა ბაზას TP Catalyst-ს იყენებს, რომელზეც წვდომა მისი ევროპელი პარტნიორების დახმარებითაა შესაძლებელი. დღესდღეობით, იგივე მონაცემთა ბაზა გამოიყენება საგადასახადო ორგანოს მიერაც.

ხაზგასასმელია ისიც, რომ მონაცემთა ბაზიდან მონაცემების გადმოწერის შემდეგ (raw data), კომპანია TPsolution „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის შექმნის პროცესს მთლიანად საკუთარი ძალებით („აუთსორსზე“ გატანის გარეშე) ახორციელებს, რაც დოკუმენტაციის მაღალი ხარისხის ხელშემწყობი ფაქტორია.

კომპანია TPsolution (Transfer Pricing Solution) გთავაზობთ თქვენი კომპანიის „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადების ან/და გადახედვის მომსახურებას

საკონსულტაციო ფირმის არჩევისას, რომელიც „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციას მოგიმზადებთ, მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება მიექცეს იმ სპეციალისტს, მის პროფესიულ კომპეტენციას და გამოცდილებას, ვინც პირადად იქნება ჩართული თქვენი კომპანიის „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.

TPsolution-ის სპეციალიზებულ მიმართულებას წარმოადგენს „ტრანსფერ ფრაისინგის“ დოკუმენტაციის მომზადება. თუ აღნიშნული სერვისს TPsolution-ს დაუკვეთავთ, დოკუმენტაციას თქვენთვის პირადად მოამზადებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი.

და ბოლოს, იმის გამო რომ კომპანია TPsolution დოკუმენტაციის მომზადების პროცესს საკუთარი ძალებით ახორციელებს და აღნიშნული სერვისის არც ერთი ეტაპის „აუთსორსს“ არ ახდენს, ეს დამატებით განაპირობებს TPsolution-ის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის მაღალ ხარისხს და ამასთან ერთად, TPsolution-ს აძლევს შესაძლებლობას აღნიშნული მომსახურება კლიენტებს კონკურენტული ფასებით შესთავაზოს.

საკონსულტაციო და საბუღალტრო კომპანია „თიფი სოლუშენის“ საკონტაქტო ინფორმაცია:

კომპანიის ელ.ფოსტა: Info@tpsolution.ge

კომპანიის ვებგვერდი: https://tpsolution.ge/ka/

კომპანიის ვებგვერდზე საკონტაქტო ფორმა: https://tpsolution.ge/ka/contact-2/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები