ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, სადაც ცვლილებები რამდენიმე ქართველ ფეხბურთელსაც შეეხო.
დონეცკის “შახტარის” განაპირა მცველებმა ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა მიმდინარე სეზონში თავი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული თამაშით დაგვამახსოვრეს, როდესაც ორივე ფეხბურთელმა “ბარსელონას” წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა.
შესაბამისად, ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულება 2,5 მილიონიდან 3,5 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი 1,5 მილიონად იყო შეფასებული და მისმა ფასმა 2,5 მილიონ ევროს მიაღწია.
ღირებულების თვალსაზრისით პროგრესი აქვს ოთარ კიტეიშვილსაც, რომელიც ავსტრიულ გრაცის “შტურმში” ერთ-ერთი ლიდერია და აქედან გამომდინარე მისი ღირებულება ერთი მილიონით 2-იდან 3 მილიონამდე გაიზარდა.
განახლებული შედეგების შედეგად ირაკლი აზაროვმა ღირებულების თვალსაზრისით ზურიკო დავითაშვილს გადაასწრო და მეოთხე ყველაზე ძვირად შეფასებული ქართველი ფეხბურთელია. მასზე წინ მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს, ის ზურიკო დავითაშვილთან ერთად მეხუთე პოზიციას იყოფს, ხოლო გოჩოლეიშვილი მერვე ადგილზე იმყოფება.