მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრანსპორტის მოძრაობა ადრეულ ეტაპზე აღდგება, მაგრამ უნდა მოვემზადოთ - ამირან გამყრელიძე

5ea6f9532cced
დავით ჯალაღონია
27.04.20 19:23
2538
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ეკონომიკის გახსნის პარალელურად, ადრეულ ეტაპზე აღდგება, თუმცა მანამდე სახელმწიფო ამისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ გამყრელიძემ Facebook Live-ში საუბრისას, ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს. დღეს, როცა მოხდა შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია უკვე დავამარცხეთ და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში უნდა გადავიდეთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მინიმალური ზიანი მივიღოთ.

ერთ-ერთ ეტაპზე აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტოს მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ასე აკეთებს ყველა.

ეს (ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა) იქნება ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მანამდე კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება ნიშნავს იმას, რომ ყველა რეკომენდაცია, რასაც იძლევა ჯანდაცვის უწყება, დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანციის, პირადი ჰიგიენის დაცვაა და ა.შ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები