მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტის შეზღუდვა გაყიდვებზე აუცილებლად აისახება - "ლილო მოლი"

61192238e91ae
ვიქტორია მღებრიშვილი
16.08.21 09:40
1089
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 14 აგვისტოდან  4 სექტემბრამდე რეგულაციები გამკაცრებულია - დიდ ქალაქებში აკრძალულია ტრანსპორტი, გასართობი ღონისძიებები, ხოლო რესტორნებსა და კაფეებს მუშაობა 23:00 საათამდე შეუძლიათ, ნაცვლად 00:00 საათისა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დაახლოებით 80%-ით უნდა გაუმჯობესდეს, ეს იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვებს მოქალაქეები სათანადოდ დაიცავენ. პრემიერ-მინისტრი კი გვარწმუნებს, რომ გამკაცრებული რეგულაციები ეკონომიკურ ზრდაზე არ აისახება.

არსებული გადაწყვეტილების შესაფასებლად BM.GE-მ „ლილო მოლის“ გენერალურ დირექტორს გიორგი კვარაცხელიას მიმართა. ის აცხადებს, რომ მსგავსი პერიოდი სავაჭრო ცენტრმა უკვე გამოიარა და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში მომხმარებელთა აქტივობა და ბაზრობის დატვირთვა მნიშვნელოვნად მცირდება.

„როდესაც ტრანსპორტი ჩერდება კლება ყოველთვის შესამჩნევია. რთულია ამის პროცენტულად დათვლა, თუმცა როგორც წესი, ტრანსპორტს ბაზრობის დატვირთვაში დაახლოებით 40% მაინც უკავია, სრულად ამდენი არ აკლდება, რადგან მომხმარებელთა ნაწილი პირად ავტომობილებზე გადადის და ისე მოდის ლილოში, თუმცა კლება გვექნება“, - ამბობს კვარაცხელია.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თავის დროზე ხელისუფლებას რეგულაციები ძალიან მკვეთრად არ შეერბილებინა: „ჩემი აზრით, შეზღუდვების ნაწილი არ უნდა მოეხსნათ, თუნდაც პირბადის ტარების ნაწილში და კომენდანტის საათიც, რომ არ მოხსნილიყო, უკეთესი იქნებოდა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები