ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური გახდა მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. აქვე ახლოვდება ჩვენი ქვეყნის ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ზაფხულის სეზონი. აქვე გასათვალისწინებელია რომ ქართული ტურისტული ბიზნესი ძირითადად აზიურ ბაზრებზე გადაეწყო. დღეს მოთხოვნა სწორედ აზიური ბაზრებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან მოდის, რადგან როგორც ტურისტული კომპანიების ნაწილი აცხადებს, ევროპის ბაზარი ფაქტობრივად დახურულია და შექმნილი გაურკვევლობის გამო ევროპელი ტურისტი საქართველოში იშვიათად ჩამოდის. მოკლედ, რა ხდება როგორც გამყვანი ისე შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, როგორი სეზონი ახლოვდება?
სტუმარი: თამარ ჩხიკვაძე - “თრიფზი”, “ჰოთ თრეველ გრუპი” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად