აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კონგლომერატი The Trump Organization და დუბაიში ბაზირებული დეველოპერული კომპანია Dar Global-ი მალდივებზე ახალ, ფუფუნების კურორტს ააშენებენ. დეველოპმენტი ტოკენიზებული იქნება (ტოკენიზაცია - ბლოკჩეინზე მიმდინარე პროცესი, რომლის ფარგლებშიც რეალური სამყაროს აქტივების, მაგალითად უძრავი ქონების, ხელოვნების ნიმუშების ან ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ ტოკენებად კონვერტაცია ხდება), რაც Dar Global-ის ციფრული აქტივების განვითარების გეგმის ნაწილია.
The Trump Organization და Dar Global-ი მალდივებზე Trump International Hotel Maldives-ის პროექტს იწყებს, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირველი ბრენდირებული უძრავი ქონება იქნება სამხრეთ აზიის ამ ქვეყანაში.
ტრამპი კურორტს დედაქალაქ მალედან ნავით 25-წუთიანი მარშრუტი აშორებს. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე 80-მდე “ულტრა-ლაქშერი” კერძო სანაპირო და ვილა განთავსდება. პროექტის მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება და განსაკუთრებულად პრივატული კურორტი გახდება მაღალი შემოსავლის ადამიანებისთვის.
Dar Global-ის განცხადებით, დევლოპმენტი, რომლის ღირებულებაც $300 მილიონი იქნება, ტოკენებს მშენებლობის ფაზაშივე გამოუშვებს და არა დასრულების შემდეგ, რაც “ინვესტორებს საშუალებას მისცემთ, თავიდანვე მიიღონ მონაწილეობა უძრავი ქონების სწრაფად მზარდ, პრემიუმ კლასის პროექტში“.
ქონების ტოკენიზაცია თანამფლობელობის საშუალებას იძლევა, როცა თითოეული აქტივი აქციებში გადანაწილებულია ინვესტორის ბიუჯეტისა და ფინანსური სტრატეგიის გათვალისწინებით. ეს ინვესტორებს საშუალებას აძლევთ, შეიძინონ ქონების გარკვეული ნაწილი და არა - სრული. ტოკენიზაცია ფიზიკურ აქტივებს ციფრულ წილებად გარდაქმნის, რომლებიც ბლოკჩეინზე აღირიცხება.
აღნიშნულ კოლაბორაციას წინ უსწრებდა ტრამპთან დაკავშირებული კომპანიების მიერ კრიპტოვალუტებსა და ციფრულ აქტივებში თავიანთი წილების ზრდა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნდა.




























