მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წაბლის ექსპორტი 20%-ით შემცირდა - სად ვყიდით?

წაბლი

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან წაბლის ექსპორტი თანხაში 359.6 ათას აშშ დოლარამდე 16.1%-ით, მოცულობაში კი 271.1 ათას აშშ დოლარამდე 19.7%-ით შემცირდა.

წელს იანვარ-ოქტომბერში საქართველომ წაბლი 3 ქვეყანაში გაყიდა

  • რუსეთში - 284.4 ათასი აშშ დოლარის 205.1 ტონა;
  • აზერბაიჯანში - 54.1 ათასი აშშ დოლარის 37.4 ტომა;
  • სომხეთში - 20.9 ათასი აშშ დოლარის 28.4 ტონა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 42.5 ათასი აშშ დოლარის 24.6 ტონა წაბლი ჩინეთიდან იყიდა. წელს კი იმპორტის მაჩვენებელი ნულოვანია.

საქსტატის მიხედვით, საქართველოდან წაბლის ექსპორტის მაქსიმუმი 2023 წელს დაფიქსირდა 643.3 ათასი აშშ დოლარის 517.6 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები