მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხამ ლონდონის იუვენტუსს მოუგო

სს
11.06.24 22:18
1648

ტურინში იუვენტუსის აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატზე წალენჯიხა იუვენტუსის აკადემიის ფეხბურთელებმა პირველი დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს.

წალენჯიხამ ლონდონის იუვენტუსს 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა. დღესვე "წალენჯიხა იუვენტუსის" პატარა ფეხბურთელებმა ლოს ანჯელესი დაამარცხეს ანგარიშით 4-0 და დღის უპირობო ლიდერები გახდნენ.

ხვალ წალენჯიხის ფეხბურთელებს გადამწყვეტი თამაში აქვთ პოლონეთის იუვენტუსის აკადემიასთან, რის შემდეგაც გაირკვევა ვინ გააგრძელებს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებში პირველად მონაწილეობენ. იუვენტუსის აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია იღებს მონაწილეობას.

"წალენჯიხის იუვენტუსის" აკადემია, სადაც აღსაზრდელები სრულიად უფასოდ სწავლობენ, ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტია. ტურინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე "წალენჯიხის იუვენტუსის" აღსაზრდელებს პირადად მამუკა ხაზარაძე ახლავს და გულშემატკივრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები