მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წარმატება უფრო ახლოსაა ვიდრე გგონია“ - „საქართველოს ბანკის“ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები;

ყველაზე ღირებული ინვესტიცია, რომელსაც უკუგების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს, ადამიანურ კაპიტალსა და განათლებაში ჩადებული რესურსია. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში, უკვე 10 წელზე მეტია, ახალგაზრდებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მოსწავლეებს აძლევს შანსს, სრული დაფინანსებით ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. კონკრეტულად: 2014 წლიდან საქართველოს ბანკი პრესტიჟული Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია. უკვე გამოვლენილია 16 სტიპენდიატი, რომელთაც აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯები სრულად დაუფინანსდათ. 2027-2028 წლისთვის განაცხადების მიღება დაწყებულია და 1 ივლისამდე გაგრძელდება. პარალელურად, უკვე 10 წელია, ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია, სადაც 30-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა დაფინანსდა, ახალი სეზონისთვის კი აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. აუცილებლად აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაც, რომელიც წელს ახალ ლოკაციაზე - მადრიდში, Miami Ad School Europe-ში გრძელდება და მასზე რეგისტრაცია 8 ივნისს სრულდება. ხოლო იმისთვის, რომ განათლებაზე წვდომა ადრეული ასაკიდანვე იყოს უზრუნველყოფილი, ბანკი UWC Georgia-სთან პარტნიორობით 15-17 წლის მოსწავლეებს აძლევს შანსს, სწავლა მსოფლიოს 17 ქვეყნის 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ.

სტუმარი: ანი ლომთაძე - “საქართველოს ბანკის” კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები