მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს - ჰელსინკის კომისია

სს

ჰელსინკის კომისია საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ წარმოდგენილია ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

"ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ საქართველოს არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელიც მესამე მხარეებმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა შეაგროვეს, სისტემურ დარღვევებზე მიანიშნებს, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, რამაც გავლენა იქონია არჩევნების სამართლიანობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნათლად განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები თაღლითურია და ხაზი გაუსვა რუსეთის ძალისხმევას ჩარეულიყო არჩევნებში და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირი გამოეთხარა.

როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს, საკუთარი დემოკრატია დაიცვან,” - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები