მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა” - ირაკლი კობახიძე

კობახიძე
13.05.24 20:18
1599

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ამ კანონს აუცილებლად დაამტკიცებს, ხოლო პარლამენტის წინ შეკრებილ ათიათასობით მოქალაქეს კი კობახიძემ მიმართა, რომ ისინი ამ კანონს “წაუკითხავად” აპროტესტებენ, რაც “უდიდესი უპასუხისმგებლობაა”.

“ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უმცირესობის გავლენას მიჰყვება ვეტყვი რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე. ამასთან, არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა საქართველოს ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა ხალხის ინტერესებისთვის აუცილებელი კანონიც არ უნდა მიიღოს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები